en
ge

შეჯიბრი მათემატიკის ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაში

შიდა ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" აგრძელებს პროექტის - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" – იმპლემენტაციას გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის საჯარო სკოლაში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2 ოქტომბერს, შინდისისა და ახალდაბის საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბების წევრებს შორის გაიმართა შეჯიბრება მათემატიკის ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაში. შეჯიბრების დაწყებამდე ბავშვებმა ერთმანეთი სახალისო თამაშით გაიცნეს და შემდეგ სამ შერეულ ჯგუფში გადანაწილდნენ. თითოეული მონაწილე აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა მაგალითისა, თუ ამოცანის ამოხსნის პროცესში.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გარდა იმისა, რომ შეჯიბრს ყოველთვის თან ახლავს აზარტი, მათ კიდევ ერთხელ შეამოწმეს თავი მათემატიკის ცოდნასა და სწრაფ ლოგიკურ აზროვნებაში და ახალი მეგობრებიც შეიძინეს.
პროექტი დაფინანსებულია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)