en
ge

ერთად ავაშენოთ „სიკეთის სახლი"

აჭარა. 4 ოქტომბერს,  ბათუმის საზაფხულო თეატრში საქველმოქმედო  ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივით აქცია-კონცერტი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა „სიკეთის სახლის" მშენებლობის ხელშესაწყობას. კონცერტზე  მაყურებლის წინაშე აჭარაში მოქმედი ანსამბლები და ჯგუფები წარსდგნენ. საღამოს მთავარი ინიციატორი საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფლი" იყო, კონცერტიდან შემოსული თანხა სიკეთის სახლის მშენებლობისთვის გადაირიცხება. 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 20 ოჯახი შესახლდება. გარდა საცხოვრებელი ბინებისა, „კეთილსოფელში" სახელოსნოებიც განთავსდება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხელსაქმეს შეისწავლიან.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)