თბილისი. 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ელექტრონული მონაცემთა ბაზის „სტალინური სიები საქართველოდან" პრეზენტაციას გამართავენ. მონაცემთა ბაზა 3600–ზე მეტი ადამიანის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემს შეიცავს.
„სტალინური სიები საქართველოდან" - 2011-13 წლებში განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალთან" თანამშრომლობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში