en
ge

ბლოგი: „ოფიცრები უშიშროების საკითხებში („ოდეერები“) – არსებული მანკიერი პრაქტიკა“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ანა დაბრუნდაშვილის და მამუკა ანდღულაძის ბლოგს: „ოფიცრები უშიშროების საკითხებში („ოდეერები") – არსებული მანკიერი პრაქტიკა".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კიდევ ერთხელ „ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანკიერ პრაქტიკას – სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების" (ОДР – офицер действующего резерва) ყოლას. საქართველოს მთავრობის 2013 წლის №337 დადგენილების თანახმად, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება დამტკიცდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებუ¬ლებებსა და ორგანოებში დანიშნოს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრები. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა არსებობა სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში… ამ პრობლემის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თუ ხელისუფლების ცალკეული პირები. სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხატული შეშფოთება ხელისუფლების მიერ არ არის გაზიარებული და შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მიმართავს საკუთარი თანამშრომლების, ე.წ. „ოდეერების", სხვადასხვა ორგანოებში გამწესებას", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023