en
ge

საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა

თბილისი. 6 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - ,,სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი 2013 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე" - პრეზენტაცია  გამართა. 
კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2013 წელს განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ მედია საშუალებებს სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო- აუდიო ჩაწერის უფლება მიენიჭათ; გააანალიზოს თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ცვლილებები პრაქტიკაში,  რა ხარვეზები და გამოწვევები ახლავს თან ამ პროცესს და როგორ აისახება ეს ყოველივე მედიის და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობაზე.   
საიას მიერ განხორციელებული კვლევა ეფუძნება როგორც მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ანალიზს, ასევე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მოპოვებული ინფორმაციისა და ჟურნალისტებთან გასაუბრებების დროს იდენტიფიცირებული კარგი პრაქტიკის მაგალითებისა და პრობლემების განხილვას.
სრულად…
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)