en
ge

გარემოს დაცვის კლუბი საველე ექსპედიციაში

შიდა ქართლი. 5 ოქტომბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" მიერ შექმნილი გარემოს დაცვის კლუბების (გორის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის კლუბები) აქტიური წევრები, რომლებიც ემზადებიან მოსწავლეთა კონფერენციისათვის გარემოს დაცვის საკითხებში, იმყოფებოდნენ საველე გასვლაზე ატენის ხეობის ტყის მასივში.
საველე გასვლა ისე იყო ორგანიზებული, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ ადგილზე მიეღოთ კონსულტაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე - მოსწავლეებთან ერთად ტყეში იმყოფებოდნენ როგორც მათი კლუბების ხელმძღვანელები, ასევე ექსპერტი ბუნების დაცვის საკითხებში და ადგილობრივი სატყეო მეურნეობის სპეციალისტი.
აქტივობა განხორციელდა პროექტის - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID- მიერ და ხორციელდება UNICEF-თან თანამშრომლობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)