en
ge

ახალგაზრდა მწვანეები დედაქალაქის სატრანსპორტო საკითხებზე ინტერაქციას იწყებს

თბილისი. ახალგაზრდა მწვანეებმა გვერდის მკითხველთან მუდმივ ინტერაქციაში ყოფნის მიზნით, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს. „თბილისის მერიაში გარემოს დაცვით საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტმა საკუთარ თავზე აიღო თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც ქალაქის გამწვანების, ურბანული დაგეგმარებისა თუ სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეებისა და კომპეტენტური ორგანიზაციების პირდაპირ ჩართულობას უზრუნველყოფს.
ახალგაზრდა მწვანეები ამ დროისთვის ვასრულებთ ტრანსპორტის საკითხზე ხედვის შემუშავებას და გვსურს მერიის ინიციატივა იქცეს ჩვენი იდეების ერთ-ერთ პლატფორმად. თუმცა, ამასთანავე ვფიქრობთ, რომ ამ პროცესზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს თბილისში მცხოვრებ ადამიანთა მაქსიმალურ რიცხვს. ...დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაზე საუბრისას, თქვენი აზრით, რისი პრობლემატიზებაა ყველაზე აუცილებელი?".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023