თბილისი. 8 ოქტომბერს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ერთობლივი კვლევის - „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა" - პრეზენტაცია გამართეს.კვლევაში შესწავლილია 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში (იანვარი-აპრილი) სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გადაცემული ფინანსური რესურსების, უძრავი და მოძრავი ქონების მასშტაბი და მიზნობრიობა. ასევე ის ცვლილება, რაც დაფინანსების პოლიტიკამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განიცადა.„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკა მართლმადიდებელ ეკლესიას აბსოლუტურ უპირატესობას ანიჭებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური მხარდაჭერა დიდ მასშტაბს აღწევს, მისი საჭიროება ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული საჯარო ინტერესით, ოდენობა კი არ ეფუძნება გონივრულ, გაზომვად და ობიექტურ კრიტერიუმებს”, ნათქვამია კვლევაში.
წყარო: emc.org.ge