en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის დოკუმენტის განხილვა

თბილისი. 9 ოქტომბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. გამოთქმული შენიშვნები, კომენტარები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის სრულყოფისათვის, რათა სახელმწიფო კონცეფციის საბოლოო ვერსია მეტნაკლებად სრულად ასახავდეს საქართველოში მოქმედი და აქტიური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჭიროებებსა და სურვილებს.
დოკუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მექანიზმების ჩამოყალიბებას, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მიზნით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023