კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საზოგადოებრივი აზრის” ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე ფონდ ,,სიცოცხლის ხის” დახმარებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი მსგავსი სახის აქციებს ხშირად ატარებენ. ორგანიზაციის საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ეტლები გადაეცათ.