en
ge

გაეროს მოდელირება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრში

თბილისი. 8 ოქტომბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი - „გაეროს მოდელირება". ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზებული სასწავლო კურსი მთლიანად დაეთმო გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მონაწილეები გაეცნენ თემებს: გაეროს ისტორია, მისასალმებელი სიტყვა, რისთვის არის საჭირო მისასალმებელი სიტყვა. პოზიციის განაცხადის წარდგენის წესები, რეზოლუცია და მისი წერის პროცედურები, რეგულაციები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომისათვის.
გაეროს მოდელირება, გაეროს სისტემაში შემავალი ორგანოების - ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და ა.შ. მუშაობის იმიტაციას წარმოადგენს. მონაწილენი წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა როლებს ასრულებენ და გაეროს დღის წესრიგში მდგარ საკითხებს განიხილავენ. 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)