თბილისი. 7 ოქტომბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა მრგვალ მაგიდას თემაზე „საარქივო-სამუზეუმო სივრცის ხელმისაწვდომობა საბჭოთა კვლევებისთვის". შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული არქივის, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ლიტერატურის მუზეუმის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. მსჯელობისას განიხილეს ისტორიული მეხსიერების არსებული პოლიტიკა, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საბჭოთა კვლევების წარმართვისთვის საჭირო ჩარჩოს ქმნის, არქივების ფონდების მდგომარეობა და საარქივო სივრცის ინფრასტრუქტურა. ასევე განიხილეს საბჭოთა წარსულის კვლევების ხელშეწყობისთვის დაინტერესებულ მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი.
წყარო: ბიოლის ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში