en
ge

ახალი პროექტი: „სტუდენტები თავისუფლებისთვის“

თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" უმაღლესი განათლების პროგრამამ და საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ, 10 ოქტომბერს, პროექტის „სტუდენტები თავისუფლებისთვის" პრეზენტაცია გამართეს და მოუწოდეს სტუდენტებს, აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. უახლოეს მომავალში სტუდენტები შეიმუშავებენ კანონპროექტს, რომელსაც, რეკომენდაციის სახით სახელისუფლებო ორგანოებს წარუდგენენ. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში განსაკუთრებული პრობლემა სტუდენტების პოლიტიკური დამოკიდებულება და ფინანსური რესურსის გაუმჭვირვალობაა - ამის საშუალებას კი უმაღლესი განათლების შესახებ კანონი იძლევა, რომელშიც რიგი საკანონმდებლო ხარვეზებია. პროექტი განხორციელდება 6 საუნივერსიტეტო ქალაქში: თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში.
„სწორედ ახლა მიმდინარეობს სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტებს სწორედ მოცემულ ეტაპზე აქვთ რეალური შესაძლებლობა, დააფიქსირონ საკუთარი აზრი საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით"- აცხადებენ პროექტის ინიციატორები.
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)