en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობამ საემიგრაციო რეგულაციებზე დისკუსია გამართა

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინიციატივით, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად საემიგრაციო რეგულაციების გამკაცრებით გამოწვეული შედეგების შესახებ დისკუსია გაიმართა.
„ახალი რეგულაციების შემოღებით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაზარალდა. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში უპრობლემოდ ცხოვრობდნენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
დისკუსიაში მონაწილეობა 15 ქვეყნის 80-მდე წარმომადგენელმა მიიღო. მათ თავიანთი გამოცდილებისა და შექმნილი სირთულეების შესახებ ისაუბრეს.
დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა ამ ადამიანთა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღებას, რის შემდეგადაც, ორგანიზაცია გეგმავს ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართოს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)