„მეგობრობის ხიდი - ქართლოსის” წარმომადგნელები სასწავლო ვიზიტით პოლონეთის ქალაქ ლუბლინში იმყოფებიან, პროექტის ,,ახლა ჩვენი დროა–მოხალისეთა ქსელის შექმნა საქართველოში'' – ფარგლებში .პროექტში საქართველოდან ოთხი ორგანიზაციაა ჩართული (ათინათი, მეწარმე ქალთა ფონდი, კარიტასი–საქართველო და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო).
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და დაწესებულებები (უსახლკაროთა თავშესაფარი, სუპერ ბებო და ბაბუს თეატრი, ლუბლინის ციხე), სადაც ხორციელდება სხვადსხვა პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს პატიმრებს შეისწავლონ სხვადსხვა ხელობა, განავითარონ უნარები, რათა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადვილად შეძლონ საზოგადიებრივ ცხოვრებაში ჩართვა.
10 ოქტომბერს ჩატარდა კონფერენცია სადაც მიწვეულები იყვნენ ვარშავის მოხალისეთა ცენრტის ხელმძღვანელი, ლუბლინის მერი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მოხალისეები. კონფერენციის დროს პოლონეთის და საქართველოს წარმომადგენელებმა ერთმანეთს მოხალისეობის გამოცდილებაც გაუზიარეს და რეკომენდაციებიც მისცეს.