en
ge

კონკურსი - „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში?“

თბილისი. თბილისის მერია, სკოლა-სახელოსნო „ტემპერა" და „ტფილისის ჰამქარი" იწყებენ კონკურსს - „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში?". სპეციალურად ამისთვის სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი აპლიკაცია - „რა ძეგლს ვისურვებდი".
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც მათთვის სასურველი ქანდაკება პლასტელინისგან უნდა გამოძერწონ, გადაუღონ სურათი და განათავსონ სოციალური ქსელის შესაბამის გვერდზე.
კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების თიხაში შესრულებას ხელოვნების სახელოსნო „ტემპერა" უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ქანდაკებები თბილისის საკრებულოს შენობაში გამოიფინება. საუკეთესო ნამუშევრის ავტორები სიმბოლურად დასაჩუქრდებიან. საკონკურსო განაცხადების მიღება 6 ნოემბრის 00:00 საათზე შეწყდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)