en
ge

გამჭვირვალობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

თბილისი. 10 ოქტომბერს პარლამენტმა დაიწყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონისა და  პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების განხილვა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ნებას, განამტკიცოს ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დამოუკიდებლობა. „მიგვაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით მოხდეს ფინანსური აუდიტის ცნების დეტალიზება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რათა განისაზღვროს თუ რა ფარგლებს არ უნდა გასცდეს ფინანსური აუდიტი. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ საპარლამენტო კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩაატაროს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023