en
ge

სამუშაო შეხვედრა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ

თბილისი. 15 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „სკოლის მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მონიტორინგი". სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება სკოლის მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მონიტორინგის გასაუმჯობესებლად. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.
ზემოაღნიშნულ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია პრობლემების გამოვლენა და გამოსავლის შეთავაზება შესაბამისი ინდიკატორების, განმარტებების და სამიზნეების გათვალისწინებით, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გადაცემის მხრივ ნაკლოვანებების აღმოფხვრა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი პოლიტიკების და სტრატეგიების შემუშავება ბავშვების სკოლის მიღმა დარჩენის რისკის შესამცირებლად.
წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)