en
ge

საზოგადოებას ბათუმის მერმა თავისი თანაშემწე წარუდგინა

აჭარა. 15 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მერი ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი, საზოგადოებისთვის ახლადშექმნილი სამსახურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე მუშაობა და ქალაქის ხელმძღვანელობისთვის გაცნობა - ამ მიმართულებით ბათუმში შორენა მამულაძე იმუშავებს. იგი გიორგი ერმაკოვს შშმ პირებთან დაკავშირებით რჩევებს მიაწვდის.
რეგიონში მსგავსი სტატუსის მქონე პირის საჯარო სამსახურში დასაქმების მეორე შემთხვევაა; ახალ თანამდებობაზე შორენა მამულაძე კონკურსგარეშე, მერის ბრძანებით დაინიშნა. შეხვედრაზე გაჟღერდა აჭარის მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზანიც, რომელიც ძირითადად შშმ პირთათვის დასაქმების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)