en
ge

შეხვედრა ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებთან

გურია. 15 ოქტომბერს ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ოფისში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინის „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში" ჩატარების სისტემა და პირობები.
მსჯელობა გაიმართა, საქართველოში ტოლერანტობის კულტურის, ასევე რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ.
მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული აუდიო წიგნები „რელიგიები საქართველოში" და „ეთნოსები საქართველოში".
შეხვედრა ჩატარდა პროგრამის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში. ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და დაფინანსებულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)