en
ge

IDFI: პარლამენტის შენობის განახლების ხარჯები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა თბილისის პარლამენტის შენობის განახლებისა და მოწყობის ხარჯები.
2014 წლის სექტემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის აპარატს მიმართა თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული დეტალური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ინსტიტუტის მოთხოვნა სრულყოფილად იქნა დაკმაყოფილებული.
„... როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა ქ. თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე გაწეული ხარჯები სულ შეადგენს 22 732 346 ლარს. აღნიშნული თანხიდან პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი პარლამენტის აპარატმა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) გზით - რაზეც გაიხარჯა 16 479 613 ლარი. ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 5 656 468 ლარის ღირებულების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით - 410 265 ლარის შესყიდვა, ხოლო კონკურსის გზით - 186 000 ლარის შესყიდვა...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023