en
ge

მედიაციის კვირეული

შიდა ქართლი. მედიაციის კვირეულის ფარგლებში გორის მედიაციის ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას მედიაციის თემაზე ინფორმაციას აწვდიან. მედიაციის დღეები 16 ოქტომბერს დაიწყო და 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მედიაციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ გორის საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მედიაციის ცენტრის მომსახურების შესახებ, სადაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის მომსახურება უფასოა,
გორის მედიაციის ცენტრში 15 მედიატორი მუშაობს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს საოჯახო, სამოქალაქო, სამეზობლო, შრომითი, ბიზნეს და სხვა სახის დავების მოგვარებაში.
გორის მედიაციის ცენტრის მედიატორები/ტრენერები პროექტის ,,მედიაცია საქართველოში, კონფლიქტების ტრანსფორმაცია დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი" ფარგლებში გადამზადდნენ. მათ გაიარეს მედიაციის სრული სატრენინგო კურსი, ასევე საოჯახო, სამოქალაქო და ბიზნესმედიაციის სპეციალიზებული კურსები და ტრენერთა ტრენინგი.
პროექტის მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის გამოცხადებულია კონკურსი 12 ნოემბერს დაგეგმილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც იმართება საქართველოს და პოლონეთის მედიაციის ცენტრების ორგანიზებით. კონფერენციის დასასრულს სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს და სერთიფიკატებს.
პროექტს – ,,მედიაცია საქართველოში, კონფლიქტების ტრანსფორმაცია დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი" – საქართველოში 2013 წლიდან ახორციელებენ „საქართველოს მედიაციის ცენტრი," ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" და პოლონეთის მედიაციის ცენტრი „პარტნიორები პოლონეთი". პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო სამინისტროს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)