en
ge

თხრობითი პერფორმანსები ბათუმში

აჭარა. 18 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შშმ პირთა ორგანიზაციის - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" ერთობლივი ორგანიზებით „დემოკრატიის მთხრობელთა დასის" მორიგი საღამო გაიმართა. პერფორმანსების საღამო სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოხალისეთა კლუბის წევრებისათვის მოეწყო. მთხრობელთა დასის შვიდმა წევრმა შეკრებილ ახალგაზრდებს დემოკრატიული ღირებულებებისათვის მებრძოლ ადამიანებსა და მოვლნებზე ესაუბრეს.
წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელიც ედ რობეტს ეხებოდა. ეს ისტორია ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდამ წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა რომ მოქმედების სურვილს ფიზიკურმა გარემოებებმა ხელი ვერ უნდა შეუშალოს, რადგან შედეგი შეუძლებელია მოქმედების გარეშე დადგეს. შეხვედრის ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)