en
ge

CSI-ის ონლაინ სასწავლო პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა დასრულდა

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ონლაინ სასწავლო პროგრამაზე მონაწილეთა შერჩევა დაასრულა. სწავლების პირველ ციკლზე რეგისტრაციის სურვილი 900-ზე მეტმა მსურველმა გამოთქვა. აპლიკაციების განხილვის შედეგად, ინსტიტუმა თითო კურსზე 40 მსმენელი დაარეგისტრირა. შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი საქმიანობის სფერო იყო - უპირატესობა მიენიჭათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო ასევე გეოგრაფიული არეალი, ონლაინ კურსებზე დარეგისტრირებული მსმენელების 75% საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები არიან.
ონლაინ კურსების გავლა რეგისტრაციის გარეშე, თავისუფალი მსმენელის სტატუსითაც არის შესაძლებელი. e-learning.ge - ზე სწავლა 27 ოქტომბერს იწყება.
ონლაინ სწავლების მეორე ციკლი კი გაზაფხულზე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, e-learning.ge - ონლაინ კურსებს ოთხ საგანში გთავაზობთ - საჯარო პოლიტიკის ანალიზი (ლექტორი ქეთი მელიქაძე), კვლევის მეთოდები (ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი), საჯარო ფინანსები (ლექტორები: ოთარ კიკვაძე, მიხეილ ძაგანია) და ადვოკატირება ლობირება (ლექტორი ვაჟა სალამაძე).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)