კახეთი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 21 ოქტომბერს, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა თელავში შეხვედრები გამართა.
იგი, თელავის დემოკრატიის სკოლის მსმენელებს შეხვდა. მოგვიანებით კი ქალაქ თელავის საკრებულოს დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ნატო-საქართველოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ საკითხებზე ესაუბრა:
,,შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული იყო, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაისვა საინტერესო კითხვები, ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა ავარეთ-კახეთის გზასაც", - განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ.