en
ge

ახალციხეში გამწვანების აქცია მოეწყო

სამცხე-ჯავახეთი. 21 ოქტომბერს, ახალციხეში, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ქალაქში არსებულ სამ სკვერში, მოსწავლეებმა 35 ძირი ხე დარგეს.
აქცია გაიმართა ეკო-პროექტის ფარგლებში, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ ახალციხის მერია, საქართველოს რკინიგზა და გარემოს დაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. ეკო-პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდებას და გამოცდილების გაზიარებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები და დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გარდა გამწვანების აქციისა, იგეგმება დასუფთავების აქციებიც თბილისსა და საქართველოს ხუთ ქალაქში.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)