en
ge

ტრენინგი – ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგრადი გამოწვევები

თბილისი. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ენერგეტიკის დარგში ცნობიერების ამაღლება საქართველოში მდგრადი ენერგოპოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით- ფარგლებში არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის ორდღანი ტრენინგი გამართა. ტრენინგზე განხილეს ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჭრილში. ტრენინგში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიანი დაგეგმვის (მარკალის მოდელი) საკითხებზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ევროპის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ამ მიმართულებით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
წყარო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)