en
ge

თავისუფლების კლუბი ბათუმში

აჭარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა" და წიგნების მაღაზიამ „წიგნები ბათუმში" ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში არსებული სკოლების მოსწავლეებისთვის თავისუფლების კლუბი დააარსა.
კონკურსის შედეგად შეირჩა 20 მონაწილე, რომლებიც 6 თვის განმავლობაში მათ მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით გაივლიან სწავლებას.
კლუბის წევრებისთვის პერიოდულად გამოცხადდება სხვადასხვა კონკურსი. გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ ვაუჩერი მათთვის სასურველი წიგნების შესაძენად.
„თავისუფლების კლუბი" ხორციელდება პროექტის - „ახლაგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია" - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის" (NED) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)