en
ge

შეხვედრა ახმეტაში

კახეთი. ახმეტაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში” ("INRMW-საქართველო) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მდინარე ალაზნის წყალშემკრები აუზის ზედა წელის საპილოტე ტერიტორიაზე განხორციელებული ღონისძიებებისა და პროექტების საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას INRMW პროგრამისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ახმეტისა და თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროგრამა უკვე ოთხი წელია საქართველოში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტში 10 წარმატებული პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გადაიჭრა.
პროგრამის დირექტორის მარიამ შოთაძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით, ახმეტის ბევრ სოფელში და გაუმჯობესდა ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები. კერძოდ, მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023