კახეთი. თელავის ახალგაზრდულ ცენტრში ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და სასკოლო კლუბების წარმომამდგენლები.
შეხვედრაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გოზალიშვილმა დამსწრეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ნარკოტიკების, ნარკოდანაშაულების და სტატისტიკის შესახებ.
შეხვედრაზე გაიმართა ფილმის ჩვენება და მოეწყო დისკუსიაც.
შეხვედრა პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) –ფარგლებში, ჩატარდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.