en
ge

წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია

წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია

იცოდი, რომ პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” იყო და დღეს, მისი პირველი ყრილობიდან 145 წელი შესრულდა

საზოგადოების შექმნის იდეა 1870-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, რადგან ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრიობის ნიშნები თანდათან იკარგებოდა, გადარჩენის ერთადერთ გზად განათლების გავრცელება რჩებოდა. ორგანიზაციის დაარსების თარიღად მისი წესდების გამოქვეყნების დღე ითვლება, რომელიც 1879 წლის 15 მაისს გაიმართა.

„დაწესებას“ ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარემ - დიმიტრი ყიფიანმა და გამგეობის წევრებმა: ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე მაჩაბელმა, ნიკო ცხვედაძემ და რაფიელ ერისთავმა.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ", 1879 წელსვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური მოღვაწეობა დაიწყო და საარქივო მასალის მიხედვით, საგანმანათლებლო საქმიანობა აფხაზეთიდან საინგილოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

საზოგადოების უმთავრესი მიზანი ქართველი ხალხის ქართულ ცნობიერებაში დაბრუნება იყო, რაც არა მხოლოდ იმდროინდელი, არამედ თანამედროვე საქართველოს გამოწვევადაც რჩება.

დააკვირდი ისტორიას და დაფიქრდი - ჩვენი ქვეყნის მომავალს დაცვა დღესაც სჭირდება, რადგან მტერი, რომლისგან თავის დაღწევასაც საქართველო 145 წლის წინაც ცდილობდა, ახლაც გვართმევს თავისუფლებას. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია See less

მსგავსი პოსტები