en
ge

მოწვევა მასპინძელი ოჯახების შერჩევაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ამერიკული საბჭოები
  • დაწყების თარიღი: 19.04.2013
  • ბოლო ვადა: 19.05.2013
  • ბმული: http://jobs.ge/56837/
"საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები" ეძებს ოჯახებს, რომელთაც სურვილი აქვთ უმასპინძლონ უცხოელ (ამერიკელ და სხვა) სტუდენტებსა და სტაჟიორებს, რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდით. ანაზღაურების სახით, მასპინძელი ოჯახი მიიღებს დღეში 11.5 ამერიკულ დოლარს. მასპინძელმა უნდა გამოუყოს სტუმარს ინდივიდუალური ოთახი და უზრუნველყოს საუზმით. საკვები არ უნდა იყოს ძვირადღირებული; იგი უნდა იყოს იგივე, რასაც ოჯახი მიირთმევს ყოველდღიურად.
საჭიროების შემთხვევაში, მასპინძელმა ოჯახმა უნდა ასწავლოს სტუმარს, თუ როგორ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და როგორ მივიდეს მისთვის საჭირო დანიშნულების ადგილზე.
სტუმრის დარჩენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტუდენტზე ან სტაჟიორზე. ცხოვრების საფასურს 11.5 ამერიკულ დოლარს/დღეში გადაიხდის "ამერიკული საბჭოების" ოფისი, რომელიც მდებარეობს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზ. 35ა. სტუმრის ცხოვრების საფასურს ოჯახი მიიღებს საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად.
პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქის ცენტრთან ახლოს. ინგლისური ენის ცოდნა არ არის სავალდებულო. ზოგიერთი სტუდენტი მოითხოვს ისეთ ოჯახს, სადაც ცოტას მაინც ფლობენ ინგლისურს, მაშინ, როცა სტუდენტთა უმეტესობა ხაზგასმით ირჩევს ოჯახს, სადაც საერთოდ არ იციან ინგლისური.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული უმასპინძლოთ უცხოელ სტუდენტს ან სტაჟიორს, დაუკავშირდით დოდო გოცირიძეს: hosting@amcouncils.ge or 2 292106, 2 913252, 2 913272.
წყარო:jobs.ge