en
ge

საპროექტო განაცხადების მიღება 2014 წლისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიურო
  • დაწყების თარიღი: 17.04.2013
  • ბოლო ვადა: 07.06.2013
  • ბმული: http://ge.boell.org/web/98-1492.html
სახელმძღვანელო წესები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობის და მისი მხარდაჭერის მაძიებელთათვის.
განაცხადები მიიღება 2014 წლის პროგრამული პერიოდისთვის.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო განიხილავს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მხარდაჭერის მაძიებელი იმ ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების თუ ინდივიდების ინიციატივებს, რომლებიც შემდეგ თემებს პასუხობენ:
  1. ურბანული განვითარება;
  2. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება;
  3. განახლებადი ენერგია;
  4. გენდერული დემოკრატია;
  5. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო აქტივიზმი;
  6. საბჭოთა წარსულის გააზრება;
  7. კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია და სამხრეთ კავკასიაში დიალოგის მხარდაჭერა.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს შემდეგ საგანმანათლებლო საქმიანობებს:
  • სამოქალაქო განათლება და გაძლიერება;
  • მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივი ჩართულობა;
  • სოციალური, გარემოს დაცვითი და ეკონომიკური სამართლიანობის პრინციპების მხარდაჭერა;
  • გენდერული დემოკრატიის და თანასწორობის პრინციპების ასახვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
„ურბანული განვითარება, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება" თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას შემდეგი მიმართულებებით:
  • კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა;
  • ურბანული განვითარების ჰუმანიტარული და სოციალური ასპექტები;
  • ეკოცნობიერების ამაღლება;
  • ენერგეტიკული პოლიტიკის დივერსიფიცირება და გამრავალფეროვნება (განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, გარემოსთვის უვნებელი ენერგომატარებლები და ენერგეტიკული ალტერნატივების ძიება);
  • ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის სოციალური პასუხისმგებლობით გაჯერება
.„გენდერული დემოკრატია" თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას შემდეგი მიმართულებებით:
  • სხვადასხვა სოციალური და კულტურული ჯგუფის ქალთა მონაწილეობის და წარმომადგენლობის პრინციპების მხარდაჭერა;
  • ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანი მონაწილეობის და წარმომადგენლობის ხელისშემშლელი სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა;
  • დემოკრატიული პოლიტიკის დღის წესრიგში გენდერული თანასწორობის ასახვისა და მყარად დამკვიდრების მხარდაჭერა;
  • LGBTIQ თემის და თანასწორუფლებიანობისთვის შესაბამისი საზოგადოებრივი გარემოს მხარდაჭერა.
"დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო მონაწილეობა" თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას შემდეგი მიმართულებებით:
  • სამოქალაქო უფლებების მხარდაჭერა;
  • კრიტიკული სამოქალაქო დისკურსის კერების ჩამოყალიბება და გაფართოება;
  • თანამონაწილეობის და სოლიდარობის კულტურის მხარდაჭერა.
„წარსულის გააზრება და კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია"თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას შემდეგი მიმართულებებით:
  • საჯარო განხილვების სივრცის ინიცირება და ფორმირება;
  • ურთიერთ განსხვავებული „საზოგადოებრივი აზრის" მატარებელ აქტორებს შორის კომუნიკაციის და დისკუსიის მხარდაჭერა;
  • სამეცნიერო და ლიტერატურული პუბლიკაციების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციის გაზიარებას მხარეებს შორის და ამცირებენ მათ შორის გაუცხოებას.
ფონდის მხარდაჭერისთვის მიმართვის პროცედურები და წესები:
1.საპროექტო განაცხადი (ფონდის სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმის მიხედვით) არ უნდა აღემატებოდეს 14 გვერდს (1 გვერდი - 1800 ასონიშანი სივრცის გარეშე) და ფონდს უნდა მიეწოდოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე. იგი უნდა მოიცავდეს და ასახავდეს განმცხადებლის (ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, ინდივიდი) გამოცდილებას, მიზნებს (არა უმეტეს 1 გვერდისა), გადასაჭრელ პრობლემას და პროექტის განხორციელების გზებს (დეტალური ბიუჯეტის ჩათვლით). განმცხადებელ ორგანიზაციებს ასევე მოეთხოვებათ საპროექტო განაცხადს დაურთონ ორგანიზაციის ბოლო ორი წლის საქმიანობის ამსახველი მოკლე ანგარიში (განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი, მათი მოკლე აღწერა და ბიუჯეტები დონორების მითითებით).
2. საპროექტო განაცხადის თავფურცელზე აუცილებლად უნდა მიეთითოს ფონდის თემატური მიმართულება, პროექტის/ინიციატივის სათაური, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი, განმცხადებლის სრული რეკვიზიტები:
  • ორგანიზაციის შემთხვევაში - ოფიციალური სახელი, სამართლებრივი სტატუსი, რეგისტრაციის ნომერი და დაფუძნების თარიღი;
  • საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში - თავფურცელზე აღინიშნება „საინიციატივო ჯგუფი" და მისი დასახელება, ხოლო საპროქტო განაცხადს თან დაერთვება ჯგუფის მისიის განაცხადი და ჯგუფის წევრების რეზიუმეები;
  • ინდივიდის შემთხვევაში - თავფურცელზე დაფიქსირდება განმცხადებლის ვინაობა (სახელი, დაბადების თარიღი, საქმიანობა, საცხოვრებელი და სამსახურეობრივი მისამართი) და საპროქტო განაცხადს თან დაერთვება განმცხადებლის რეზიუმე;
  • საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს მისამართზე info@ge.boell.org 2013 წლის 7 ივნისამდე (პარასკევი, 17:00 საათამდე).
3. საპროექტო განაცხადს ასევე თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის ისტორიის ამსახველი მოკლე პორტფოლიო: ორგანიზაციის დაფუძნების წელი, მისია, საქმიანობები, მიღწევები, საზოგადოებრივი წარმომადგენლობითობა (ვის აძლიერებს და წარმოადგენს).
4. საპროექტო განაცხადი უნდა ასაბუთებდეს პროექტის მიზანშეწონილობას და უნდა ასახავდეს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს, შესაბამის მონაცემებს (სტატისტიკა, კვლევების დასკვნები, ა.შ.), სასურველ შედეგებს და პროექტის გავლენას.
5. განმცხადებელმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს პროექტის მიზნები და იოლად გასაზომი ამოცანები.
6. სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას შემდეგზე: სამიზნე ჯგუფ(ებ)ი, მეთოდები, განსახორციელებელი საქმიანობები და ამოცანები, გრაფიკი, ადამიანური რესურსი (პროექტის განმახორციელებელი პირების ფუნქციების აღწერა და მათი კვალიფიკაციის დადასტურება).
თუკი პროექტი სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება, მითითებული უნდა იყოს პარტნიორობის მიზეზი და აუცილებლობა, ამ პარტნიორთან თანამშრომლობის მანამდე არსებული გამოცდილება, როლების და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისი განაწილება.
7. ევალუაცია: ინდიკატორები და წარმატების გაზომვის მეთოდები, სავარაუდო შედეგები, და ადამიანური რესურსი (ვინ აფასებს).
8. პროექტის ბიუჯეტი ევროში უნდა იყოს დათვლილი და წარმოდგენილი (ცალკე სვეტში უნდა მიუთითოს განმცხადებელი ორგანიზაციის მიმდინარე წლის ბიუჯეტი).
9. განხილვის ვადები:
  • საპროექტო განაცხადები - 7 ივნისი - 31 ივლისი 2013.საბოლოო პასუხი - 5 აგვისტო 2013.
შეზღუდვები:
  1. ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და ინდივიდებთან, რომლებიც იზიარებენ მწვანე პოლიტიკურ ღირებულებებს.
  2. განმცხადებლები არ უნდა იყვნენ დაკავებულნი რამე სახის კომერციული საქმიანობით.
  3. ფონდი არ უჭერს მხარს და არ უწევს ფინანსურ კონტრიბუციას:
  • მსხვილ შენაძენებს (საკუთრება, ინფრასტრუქტურა, ტექნიკა);
  • სკოლებს და მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • სხვა დონორების მხარდაჭერით მიმდინარე საქმიანობასა და პროგრამებს.
წყარო:ge.boell.org