en
ge

სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

ორგანიზაცია HEKS-EPER საქართველო, ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის "მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის" (PROCEED) ფარგლებში, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) და ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაცია "ელკანა"-სთან ერთად აცხადებს მეორე ღია საგრანტო კონკურსს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს როგორც ქალაქ დედოფლისწყაროს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ყველა ერთეულს. შემოსული განაცხადები შეფასდება დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) და მისი პრიორიტეტების შესაბამისად.
კონკურსის მიზანია იმ პროექტების დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების დონისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში შემავალი პრიორიტეტებისა და მიზნების გათვალისწინებით.
წყარო: http://enpard.ge