en
ge

საკონკურსო განაცხადების შერჩევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროექტებზე, რომელთა ღირებულება აღემატება 200 000$-ს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2020 წლის მსხვილი გრანტების პროგრამაში საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას. 

წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 ნოემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov დაფინანსების არეალი: AFCP-ის მსხვილი გრანტების პროგრამა მხარს უჭერს მთავარი, უძველესი არქეოლოგიური ძეგლების, ისტორიულ შენობებისა და მონუმენტების, და ძირითადი სამუზეუმო კოლექციების, რომლებიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის და დაცულია მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით, დაცვა/შენარჩუნების ღონისძიებებს.

წყარო: ge.usembassy.gov