AFEW International-მა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და People in Need და the Netherlands Helsinki Committee-თან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დაიწყო რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის განხორციელება. პროექტი მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში COVID-19 პანდემიით გამოწვეულ მოკლე და გრძელვადიან შედეგებზე რეაგირების საქმეში.
2020 წლის ოქტომბრიდან 2021 სექტემბრამდე პერიოდში AFEW International 9 ორგანიზაციას მცირე გრანტს გამოუყოფს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 5000 ევროს შეადგენს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი