en
ge

HACCP სტანდარტის დანერგვა HOREC სექტორისთვის

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გეგმავენ ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას, რომელიც HORECA-ს (სასტუმროები, რესტორნები და კაფეები) სექტორის ადგილობრივ ოპერატორებს HACCP-ის სისტემის დანერგვაში დაეხმარება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს ევალებათ 2021 წლის 1 ივნისამდე დანერგონ რისკის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების საერთაშორისო სისტემა (HACCP). USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა გეგმავს სადემონსტრაციო მიზნებისთვის HACCP სერტიფიცირების თანადაფინანსებას HORECA-ს სექტორის ორი საწარმოსთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ კახეთსა და იმერეთში.

წყარო: Jobs.ge