en
ge

ტენდერი: სოციალური მედია კამპანიის წარმოების შესახებ

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute – CSI) აცხადებს ტენდერს სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოებაზე. 

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) ერთად ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.

პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი საქართველოში. კერძოდ, სამოქალაქო სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებით, ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდით, ფართო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირების გამყარებით და სოციალური აქტივიზმისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობით. 

შესყიდვის საგანი: სოციალურ ქსელებში (facebook, Instagram) კამპანიის წარმართვა. მომსახურების ვადა 12 (თორმეტი) თვე.

კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ (https://www.facebook.com/Thiscountryisyours). სოციალურ ქსელებში მესამე წელია მიმდინარეობს. იგი ეყრდნობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის, მათი საქმიანობის, სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენის გრძელვადიან საკომუნიკაციო სტრატეგიას (იხ. https://bit.ly/2PU832F). უახლოეს მომავალში იგეგმება სტრატეგიის დეტალების, მიდგომების დროის და მოცემულობის მიხედვით განახლება, თუმცა მთავარი ღერძი კვლავ – სამოქალაქო საზოგადოება იქნება.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი