UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, აცხადებს სარეზიდენციო პროგრამას თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.
პროგრამის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერტურისა და, შესაბამისად, ქართველი ავტორების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმუშაონ ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე. პროექტით გათვალისწინებული პირობები ხელს შეუწყობს ავტორთა მოტივაციის გაზრდას, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისა და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვას, რის შედეგადაც შეიქმნება სრულიად ახალი ლიტერატურული ნამუშევრები.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ქართველი ავტორისთვის, რომლის მინიმუმ ერთი წიგნი უკვე გამოცემულია საქართველოში და რომელსაც სურს ახალ ნაწარმოებზე მუშაობა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი