გსურთ შექმნათ და განავითაროთ თქვენი ინოვაციური სოციალური საწარმო და იმუშაოთ საერთაშორისო ახალგაზრდულ გუნდში ტრენერების და მენტორების დახმარებით?
შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში "ახალგაზრდები სოფლის მდგრადი განვითარებისათვის", რომელიც მიზნად ისახავს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების მოტივაციას, წახალისებას და ახალ შესაძლებლობას, შექმნან ინოვაციური ეკო-სოციალური საწარმოები და მდგრადი თემები თანაბარი შესაძლებლობებით.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 18-დან 35 წლამდე 15 ქართველი და 15 გერმანელი მონაწილე, რომლებიც მზად არიან შემოდგომა გაატარონ სოფლად ინოვაციურ სოციალური საწარმოების პროექტებზე სამუშაოდ. პროექტში მონაწილეობა უფასოა და ფარავს მგზავრობასთან, საცხოვრებელსა და კვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
წყარო: Jobs.ge