არჩევნებზე დაკვირვების პროექტის ფარგლებში, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის დირექტორის პოზიციაზე თბილისში. პროექტის დირექტორი უნდა იყოს პროფესიით იურისტი, რომელიც იმუშავებს სრულ განაკვეთზე.
ძირითადი მოვალეობებია:
** საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი და არჩევნების შემდეგ ანგარიშის მომზადება, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება შეფასება და ანალიზი.
** მონიტორინგის დროს დარღვევების აღმოჩენა და მათზე რეაგირება.
** 36 მონიტორის კოორდინაცია არჩევნებამდე და არჩევნების დღეს.
კვალიფიკაცია:
** აუცილებელია არჩევნებში დაკვირვების გამოცდილება.
** არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ ანგარიშების დაწერის გამოცდილება.
** საარჩევნო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა ძირითადი დოკუმენტების კარგი ცოდნა
** ინგლისური და ქართული ენების კარგი ცოდნა
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაციისა და ორგანიზების გამორჩეული უნარი
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, პუნქტუალობა, ობიექტურობა.
ანაზღაურება: $600 (ექვივალენტი ლარებში).
განაცხადის შეტანის პროცესი:
აპლიკანტებმა უნდა გააგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: hridc@hridc.org
** CV
** სამოტივაციო წერილი, სადაც მოკლედ მიუთითებთ თქვენს კვალიფიკაციას და განმარტავთ, თუ რატომ ხართ დაინტერესებული ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობით.
** ორი რეკომენდატორი (საკონტაქტო ინფორმაციით).
არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითოთ "პროექტის დირექტორი - ვაკანსია". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 21 სექტემბერი. ორგანიზაცია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
წყარო:jobs.ge