ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ახორციელებს საგრანტო პროექტს Nova Idea, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და ამისთვის საჭირო დაფინანსება/თანადაფინანსება 10 000 ლარის ფარგლებში უნივერსიტეტისგან მოიპოვონ.
წელს უმძიმესი მოვლენების გამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არაერთმა სტუდენტმა მიმართა უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივით.
შესაბამისად, უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალა, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სწორედ უკრაინის მხარდამჭერი სტუდენტური ინიციატივები მიიღოს განსახილველად და კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით მათგან საუკეთესოებს ფინანსური ან/და სხვა ტიპის მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
ეტაპი 1: კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია და იდეის წარდგენა - 21 მაისი.
წყარო: iliauni.edu.ge