SMEDA იწყებს ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის პროექტს აჭარის მთიანეთში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელსაც ფლობენ ან მართავენ ქალები.
კერძოდ, ხულოს და ქედას მუნიციპალიტეტებში შეირჩევიან ქალი მეწარმეები, რომლებიც გაივლიან ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ვორქშოფებს, მენტორებთან ერთად იმუშავებენ საკუთარი ბიზნესებისთვი ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის შექმნაზე და პროექტის დასრულებამდე კონკრეტული ციფრული სერვისის შერჩევა/დანერგვაზე.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქალ მეწარმეებს აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი...
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და UNDP Georgia-ს მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში