თხილის წარმოების გაუმჯობესებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ განცხადებით G-HIP-ი ეძებს კვალიფიციურ შეთავაზებას, რათა შეიმუშაოს თხილის წარმოების სფეროში პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა ქართულ ენაზე. ამ ორ სასწავლო პროგრამას წარადგენს და დაამტკიცებს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის მიზანია ამ რეგიონების მწარმოებლებს მიეცეთ თხილის მოსავლიანობის ზრდის და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს თხილის ბაღების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. ტრენინგის დროს შესწავლილი პრაქტიკის დანერგვა საშუალებას მისცემს თხილის მწარმოებლებს, რომ გაზარდონ თხილის მოსავლიანობა და გააუმჯობესონ მისი ხარისხი მცირე დამატებითი კაპიტალური დანახარჯებით.
წყარო: jobs.ge