en
ge

კონკურსი იურიდიული სახელმძღვანელოების შექმნაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიზანია საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკადემიური ინსტიტუტებიც, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, რათა გააძლიერონ სწავლება და სასწავლო პროგრამები.

საქართველოში სამართლის უზენაესობის გაძლიერების ერთ-ერთი გზაა, დავეხმაროთ ქვეყნის იურიდიული განათლების სისტემას, შექმნას მაღალი ხარისხის იურიდიული სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქართულ ენაზე იურიდიული მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

შესაბამისად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების საკითხებზე და/ან იურიდიული პრაქტიკული უნარების შესახებ სასწავლო მასალებისა და სახელმძღვანელოების შესაქმნელად და გამოსაქვეყნებლად.

განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს საქართველოს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტმა, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც აფილირებულნი არიან საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან.

წყარო: jobs.ge