საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს შესარჩევ კონკურსს პროფესიული გადამზადების ოთხთვიანი პროგრამისთვის პოლიტიკის ანალიზისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების დახვეწის სფეროში.
პროგრამაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ ქართველ საჯარო მოხელებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს.
სასწავლო პროგრამა განხორციელდება 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით. სწავლება წარიმართება საღამოს საათებში, ინგლისურ ენაზე. კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლებიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ დისციპლინებში: პოლიტიკის დაგეგმვა და ანალიზი, საერთაშორისო პოლიტიკა, რეგიონული უსაფრთხოება, ევროკავშირი და ნატო, სახელმწიფო სტრატეგია და უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, ეკონომიკის საფუძვლები და ლიდერობის პრინციპები ათათურქის მაგალითის საფუძველზე. ყოველი მოდულის დასრულებისას კურსის მონაწილეები შეიმიშავებენ ანალიტიკურ დოკუმენტებს.
ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ინგლისური ენის კარგი ცოდნა; შესაბამისის სამუშაო გამოცდილება; შესასწავლი სფეროების მიმართ ინტერესი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ: (1) სამოტივაციო წერილი, (2) რეკომენდაცია და (3) რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: leadership@gfsis.org არაუგვიანეს 2013 წლის 14 ოქტომბრისა. საბუთების მიღება წარმოებს მხოლოდ ელექტრონული გზით.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების საააგენტოს (TIKA) ფინანსური მხარდაჭერით.
მადლობას მოგახსენებთ სასწაvლო პროგრამით დაინტერესებისთვის.
წყარო:jobs.ge