en
ge

მობილობის გრანტების ახალი კონკურსი კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის

კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის - პროექტი „EU4Culture“ აცხადებს მობილობის გრანტების ახალ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მხატვრებსა და კულტურის ყველა სფეროს პროფესიონალებს/წარმომადგენლებს საქართველოდან. გრანტები განკუთვნილია ინტერნატურისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა იმ სახის საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კულტურათაშორის დიალოგს. საკონკურსო დაფინანსება მოკლევადიანი მობილობისთვის (7-10 კალენდარული დღე) 1,500-მდე ევროს შეადგენს, საშუალოვადიანი მობილობისთვის (5 კვირამდე პერიოდი) — 3,500-მდე ევროს, გრძელვადიანი მობილობისთვის (12 კვირამდე პერიოდი) - 5,000-მდე ევროს, ხოლო ვირტუალური მობილობისთვის (იგულისხმება არა მოგზაურობა, არამედ სხვა ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში ონლაინ მონაწილეობა) — 1,000-მდე ევროს.

მობილობის პროექტების განხორციელება 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი. განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.

წყარო: euneighbourseast.eu