„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „არტარეა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტის ფარგლებში „ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“. კონკურსი მიზნად ისახავს ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა საკითხებზე მომუშავე:
საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
საინიციატივო ჯგუფებს.
განმცხადებლებს, სასურველია, სამუშაო გამოცდილება ჰქონდეთ შემდეგი მიმართულებებით:
გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა;
ქალთა უფლებები;
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებები;
ლგბტქი+ პირები;
დევნილი ქალები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
პირობითი მსჯავრდებული ქალები;
და სხვ.
წყარო: eu4georgia.eu