გაეროს განვითარების პროგრამა იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პრიორიტეტი მიენიჭება იმ იდეებს, რომლებიც მიმართულია ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე, ასევე ეფექტიანი სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე.
საგრანტო პროგრამა ხორცილდება დანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ექვს რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში.
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და წარადგინეთ განაცხადი 2022 წლის 13 სექტემბრამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია: anna.kebadze@undp.org
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში