ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იწვევს იმერეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, 16 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად.
ვიზიტის მიზანია ერთის მხრივ, გამოცდილების მიღება და წარმატებული მაგალითების გაზიარება და მეორეს მხრივ, თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდა მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ CSO's/CBO's შორის.
სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 12 სექტემბრამდე.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში